|
2024-02-05 18:54:40, 942 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - გამოქვეყნდა კონსილიუმის დასკვნა, მანამდე ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა დაასკვნა, სადაც ვიმყოფები განკურნება შეუძლებელია
გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა, მანამდე ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა პრაქტიკულად დაასკვნა, რომ იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის "ხალხის უმრავლესობის და ზოგადად, ისტორიული სამართლიანობის განცდის იმედზე" რჩება. "გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. მანამდე ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა პრაქტიკულად დაასკვნა, რომ იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია. მაგრამ მთავარი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა. როცა საქართველოში მოვდიოდი, ვიცოდი რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი. მთავარია ის უსამართლობა, რომელიც ხდება ჩემს და უამრავი სხვა ადამიანის თავს. ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ადამიანები შეეგუონ ამ უსამართლობას. ყველაზე მეტად იმ ხალხის არ მესმის, ვინც ამბობს "პრეზიდენტი იყო და ალბათ რაღაცას დააშავებდა". მე არ დამიშავებია არაფერი რაშიც მადანაშაულებენ! მე ჩვენი ხალხის უმრავლესობის და ზოგადად, ისტორიული სამართლიანობის განცდის იმედზე ვრჩები. სანამ პირში სული მიდგას არც ერთი წამი არ შევწყვეტ ბრძოლას, სწორედ ისტორიული სამართლიანობისთვის და ქართველებისა და უკრაინელების უკეთესი მომავლისთვის. მე ყველაფერი გადავდე ამ ბრძოლისთვის, ძალიან კომფორტული და პატივისცემით გარშემორტყმული გარემო, ჩემი პირადი ცხოვრება იმიტომ, რომ ვგრძნობდი რომ არ შემეძლო გვერდიდან მეყურებინა ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობისა და იმის, თუ როგორ ნადგურდება საქართველო. გავიარე ყველანაირი დაცინვა, მოწამვლა, ხერხემლის დაზიანება და მაინც არ ჩამოვუშვი ხელები. სინამდვილეში, ჩვენ ძალიან ბევრი, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ! მთავარია დავინახოთ ერთმანეთი, ვირწმუნოთ ჩვენი ძალები, არავის მივცეთ საშუალება გადაგვიაროს და მოგვსპოს. ჩვენ გავიმარჯვებთ!", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმმა დღეს, 5 თებერვალს დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, გასინჯვის შედეგად გამოვლინდა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვეული დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ამასთან, ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)