02:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 16:01:47, 892 ნახვა

საზოგადოება
ალასანია ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაზე - არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო, მაგრამ გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ

მე პირადად გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება თითქოს ამისთვის. სრულიად უდანაშაულო ადამიანს რომ მოათავსებ და გამოკეტავ იზოლაციაში, ეს უკვე არის წამება თავისთავად,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას.

ალასანიას თქმით, ომბუდსმენის მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფს ენდობა.

"არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო, პირიქით, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აი, უკვე წელიწადი და 9 თვეა თითქმის, ეს ადამიანი აქ არის, კლინიკაში მოთავსებული და მე ამ ხნის მანძილზე, დღეში 2-ჯერ მოვდივარ, ვნახულობ და ვხედავ. მე პირადად გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება თითქოს ამისთვის. ნუ, ეს არის წამება თავისთავად, სრულიად უდანაშაულო ადამიანს რომ მოათავსებ და გამოკეტავ იზოლაციაში, ეს უკვე არის წამება თავისთავად. არავითარი იმედი იმის, რომ ეს ადამიანი მორჩება. პირიქით. ჩანს ყველანაირი ნიშანი, რომ ეს ადამიანი უნდა მოკლან აქ",- განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმმა დღეს, 5 თებერვალს დასკვნა გამოაქვეყნა.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, გასინჯვის შედეგად გამოვლინდა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვეული დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ამასთან, ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics