|
2024-02-05 11:59:44, 753 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს
რეალობაში არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დაკომპლექტების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. „რა თქმა უნდა, სრული მხარდაჭერა აქვს ირაკლი კობახიძეს, მის გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი. ძალიან ხშირად გვესმის განცხადებები გუნდების შესახებ. რეალობაში არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, აქ მცხოვრებ მოსახლეობას და ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“,- განაცხადა თბილისის მერმა. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ისინი მინისტრობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ, კახა კალაძე პასუხობს, რომ „ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი საზოგადოების მხარდაჭერაა". „ჩვენთვის სიახლე არ არის მათი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ისინი ძირითადად რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, რაც დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას და მომავალს. პირველ რიგში კი, დამაზიანებელია მათთვის. საბედნიეროდ, ქვეყანაში ბევრი სწორად მოაზროვნე ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანის ძალისხმევით, ერთიანი ჩართულობით, საქართველოში ვერასდროს იქნება რადიკალიზმი წარმატებული და ყოველთვის იქნება მარცხისთვის განწირული, როგორც გასული წლების განმავლობაში. ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)