|
2024-02-05 11:01:28, 613 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გაძლიერება. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით. „უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გაძლიერება. მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით. საქართველოს ისტორიაში პირველად, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფის 12-მა თანამშრომელმა საბერძნეთში მონაწილეობა მიიღო ნატო-ს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის დაცვის გაძლიერებას, 2023 წელს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოებში მოეწყო ელექტრონული დაკვირვების სისტემები, გაუმჯობესდა მესაზღვრეების შეიარაღება. აქტიურად ვაგრძელებთ სასაზღვრო ზონაში და სასაზღვრო ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟს",- განაცხადა გომელაურმა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებითაც. „მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. ,,Airbus Helicopters“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტის თვეში გადაეცემა, ხოლო ივნისის ბოლომდე, განხორციელდება დამატებით 2 შვეულმფრენის გადმოცემა. ჯამში სასაზღვრო პოლიციას, მიმდინარე წელს, 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება“,- განაცხადა გომელაურმა.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)