21:21 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 10:52:23, 653 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - 2023 წელი განსაკუთრებული იყო თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდის კუთხით

​2023 წელი განსაკუთრებული იყო თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდის კუთხით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი, ბოლო წლებში, მინიმუმ 58 %-ით გაიზარდა.

„სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა. 2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი მინიმუმ 58%-ით გაიზარდა. თბილისში მიმდინარეობს „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, სადაც 1 000-მდე პოლიციელი ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს.

მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება ყოფილი სამართალდამცავების პენსიის გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები. ასევე, 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტი გაიზრდება 1 000 ლარამდე", - განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics