|
2024-01-29 13:10:03, 885 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპის რეკომენდაციებს სიტყვის და აღიარების დონეზე იზიარებენ
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები სიტყვის და აღიარების დონეზე იზიარებენ ევროპის რეკომენდაციებს, შენიშვნებს, პირობას. მოლოდინი არ მაქვს, რომ "ქართული ოცნება" შეიცვლის ზნეს და დეოლიგარქიზაციის პროცესს, საარჩევნო რეფორმას ან სასამართლო რეფორმას დაიწყებს,- ამის შესახებ "რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობით, სახელისუფლებო გუნდს საქმეზე ორიენტირებულ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა მისცა. "ერთი კარგი რამ, რაც ჩვენი მისვლით გავაკეთეთ, არის ის, რომ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრის ნაცვლად, "ქართული ოცნება" გადმოვიყვანეთ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკის დღის წესრიგზე. ეს ნიშნავს, რომ მათ დაიწყეს რეფორმებზე საუბარი. ეს ნამდვილად არის ჩვენი მიღწევა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე დისკუსიას და ხალხი თვალნათლივ დაინახავს, რომ ქვეყანაში დღეს არსებულ სიღარიბეს, უმუშევრობას, ემიგრაციის არნახულ მასშტაბს აქვს ერთადერთი მიზეზი და ეს არის "ქართული ოცნება". ჩვენი დღევანდელი მოსვლით "ქართულ ოცნებას" გამოვაცალეთ საფუძველი, ისაუბროს რადიკალურ ოპოზიციაზე. მათ მოუწიათ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. ამ ქვეყანას აქვს პრობლემა - "ქართული ოცნება" და სახელების და გვარების შეცვლით ეს პრობლემა არ გვარდება. აუცილებელია სისტემის შეცვლა",- აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ. ცნობისთვის, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)