|
2024-01-29 12:26:37, 904 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 30-31 იანვარსა და 1-ელ თებერვალს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 იანვარს და 1-ელ თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. "30 იანვარს, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. თბილისში, 30 იანვარს, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 იანვარს, ზოგან, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 იანვარს, ზოგან, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +7 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 30 იანვარს, ზოგან, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 30 იანვარს, ზოგან, შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, -5 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)