|
2024-01-29 12:17:44, 1060 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - „ლელომ“ დაამტკიცა, რომ 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესი მათთვის საინტერესო არ არის
„ლელომ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული პროცესი მათთვის საინტერესო არ არის. როგორც 12-პუნქტიანი გეგმის მსვლელობაში მათ არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ და საბოტაჟს ეწეოდნენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ფაქტობრივად, სახე ჩამოსტიროდათ, ახლაც ამ პოლიტიკას აგრძელებენ და თუ რა შედეგს მოუტანს ასეთი პოლიტიკა, ამაზე ჩვენი საზოგადოება მათ საკადრის პასუხს გასცემს,- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ლელომ" „კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათთვის პროცესი არ არის საინტერესო და მათი არჩევანია, თუ როგორ იმოქმედებენ". „პროცესი გრძელდება და იმ პასუხისმგებლით, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე გვაქვს, მუშაობას გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება. ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი წინსვლა ევროპულ ოჯახში თავისი ადგილის დასამკვიდრებლად",- განაცხადა მიქანაძემ. ცნობისთვის, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)