|
2024-01-29 11:59:27, 932 ნახვა
პოლიტიკა
ხვიჩია - მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი, რაშიც ახლა ვმონაწილეობთ, ისეთივე ფორმალიზებულია, როგორც 12 პუნქტის შესრულებისას იყო
ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი, ღირდა თუ არა დილის 7 საათზე ადგომა და პარლამენტში მოსვლა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ბატონმა თავმჯდომარემ თქვა, ეს პროცესი არაფრით იქნება განსხვავებული 12 პუნქტის შესრულებისგან. 12 პუნქტი, "ქართული ოცნების" აზრით, ბრწყინვალედ შევასრულეთ და ამის გამო მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ამ 9 პუნქტის შესრულებასაც ზუსტად იგივე სტილით აპირებენ, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. ხვიჩიას თქმით, აღნიშნულ ფორმატზე უარის თქმას "გირჩი" არ აპირებს. "მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი, რაშიც ახლა ვმონაწილეობთ, თავისი შინაარსით არის ისეთივე ფორმალიზებული პროცესი რაღაცის შესასრულებლად, როგორც იყო 12 პუნქტის შესრულებისას. ყველა პუნქტი ჯერ არ გაგვივლია, სამი პუნქტი გავიარეთ, მაგრამ არ მესმის, ამ სამი პუნქტის შესრულების შემდეგ ქვეყანაში რა შეიცვლება. მგონია, არაფერი ისე არ შეიცვლება, რომ ქართველმა ხალხმა განსხვავება იგრძნოს. ჩვენ არ ვაპირებთ ფორმატზე უარის თქმას, ჩვენ ყველაზე ბოლოს გამოვალთ ამ შეხვედრებიდან", - განაცხადა ხვიჩიამ. ცნობისთვის, დღეს, 29 იანვარს პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება.
ტრამპმა პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადა
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)