|
2024-01-26 14:35:25, 631 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია სანდრა გალინას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურ დირექტორ სანდრა გალინას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად ემზადება ევროინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის; ევროკომისიის 2023 წლის 11 ნოემბრის გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაციის დოკუმენტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი ყველა იმ ღონისძიებისა და საჭიროების იდენტიფიცირებას მოახდენს, რაც აუცილებელია აღნიშნული რეკომენდაციების აღსრულებისთვის შესაბამისი აქტივობების ეფექტიანად და დროულად განსახორციელებლად. „ჩვენთვის პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის აუცილებელია ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებში მიაღწია საქართველომ, რაც, გარკვეულწილად, სამეზობლო პროგრამის დამსახურებაც არის. საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებას. უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველო, 2015 წლიდან, წარმატებით აახლოებს ეროვნულ კანონმდებლობას ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით და ეს პროცესი გაწერილია 2028 წლამდე”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის, დადებითად შეაფასა სურსათის უვნებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მზადყოფნა გამოთქვა აქტიური თანამშრომლობისთვის. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ბელგიის სამეფოში ბიძინა ჯავახიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ესწრებოდნენ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)