06:06 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-26 14:11:04, 729 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია მიმდინარეობს - სტუდენტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად კანცელარიის ოთახი დაიკავა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სტუდენტების ნაწილმა კანცელარიის ოთახი დაიკავა და უნივერსიტეტის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა მოითხოვა.

აქციის მონაწილეები თბილისში, კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლებასაც ითხოვენ.

"როგორც იცით, დღეს შევაჩერეთ ერთი გამოსახლება, რომელიც გადაიდო, მაგრამ ეს არ არის გამარჯვება. ჩვენ რამდენიმე დღის წინ, კეკელიძეზე მძიმე დღის შემდეგ, დავაანონსეთ ჩვენი მოთხოვნა, ესაა: მორატორიუმი გამოსახლებებზე, რომელიც კვლავ ძალაშია. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა მივიღოთ საკანონმდებლო ცვლილება, რომ გამოსახლებები შეწყდეს. ამ პროცესს ასევე უკვე ჰყავს ორი პატიმარი, ესაა გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ,  ბექა წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics