|
2024-01-25 14:59:46, 867 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკმა „ფინანსური განათლება სკოლაში“ კონკურსის გამარჯვებული დააჯილდოვა
ბაზისბანკის ჩართულობით და საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მასწავლებლებისთვის ორგანიზებული კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები. მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა და დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ. კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნასა და მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების ხელშეწყობას. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებიდან ფინალურ ეტაპზე 20 მასწავლებელი გადავიდა და საბოლოოდ, ჟიურიმ სამი I ადგილის, ორი II ადგილის და 5 სპეციალური პრიზის მფლობელი გამოავლინა. ბაზისბანკის მიერ პირველ ადგილზე გასულ მასწავლებელს ფულადი ჯილდო გადაეცა. „ბაზისბანკი წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს მიერ ორგანიზებულ ფინანსური განათლების მხარდაჭერისადმი მიძღვნილ აქტივობებს. მიგვაჩნია, რომ სწორი ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია არამხოლოდ თითოეული ჩვენგანის მყარი ფინანსური ფუნდამენტის შესაქმნელად, არამედ ზოგადად ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის. კონკურსის მეშვეობით მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ შეექმნათ საინტერესო სასწავლო რესურსები, რომელთა გამოყენება მათ კოლეგებსაც შეეძლებათ. ჩვენ კი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიმართულებით", -აღნიშნავს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)