|
2024-01-22 15:50:55, 891 ნახვა
პოლიტიკა
ანტიკორუფციულმა ბიურომ თანამდებობის პირების, მათ შორის ღარიბაშვილის, კობახიძისა და კალაძის დეკლარაციებს შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო
ანტიკორუფციული ბიურო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და მთავრობის წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების და ა.შ. ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს. ბიურო აქვეყნებს დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული იმ თანამდებობის პირების სიას, რომლებსაც 2024 წლის განმავლობაში შეამოწმებს. დოკუმენტის მიხედვით, თანამდებობის პირთა შორის არიან: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიიდან ასევე ირკვევა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, თბილისის მერის კახა კალაძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, ცესკოს ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის და ა.შ. ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგიც მოხდება. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული სია იხილეთ აქ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)