|
2024-01-22 15:19:22, 949 ნახვა
საზოგადოება
HRC-ის ანგარიში - 7-9 მარტის აქციებზე პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" (HRC) შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები, რომელთა შორისაა: აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებების დაშლისას ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებების უგულებელყოფა, პროტესტის გამოხატვის მიზნით, კარვის განთავსების აკრძალვა, აქციის ფასილიტაციის პროცესში არაპროპორციული რაოდენობის და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მობილიზების ტენდენცია. "აქციების მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში, სხვა საკითხთან ერთად, კვლევის საგანი იყო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლის მიზანშეწონილობისა და კანონიერების შეფასება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 7-9 მარტს პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე. ამ აქციებზე დაკვირვებით გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, მათ შორის: ამრიგად, შეკრების თავისუფლების რეალიზაციისას კვლავ პრობლემურია აქციის მშვიდობიანად ჩატარებისათვის შესაბამისი ზომების მიღება, პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება, აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, აქციაზე დაკავებული პირების უფლებების სათანადოდ დაცვა", - წერია ანგარიშში. ანგარიშის მიხედით, აქციებზე ერთ-ერთ ტენდენციად არაპროპორციული რაოდენობით პოლიციელთა მობილიზებაც გამოიკვეთა. ზოგიერთ შეკრებაზე, აქციების ფასილიტაციისას, აქციის მონაწილეებთან შედარებით, ჩართული იყო იმაზე ბევრად მეტი პოლიციელი, ვიდრე აქციის შინაარსის, ხასიათისა და მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, საკმარისი იქნებოდა საჯარო წესრიგის უზრუნველსაყოფად - მეორე მხრივ, დაკვირვებული აქციების ნაწილში, პირიქით, პოლიციელთა ის რაოდენობა არ იყო მობილიზებული, რომ საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილიყო აქციის მშვიდობიანად ჩატარება. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიუწოდებს: საქართველოს პარლამენტს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)