|
2024-01-22 09:51:17, 726 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა კვლევა, სადაც არ გვქონდა 55%-ზე მეტი - ჩვენი ამოცანაა, მხარდაჭერა გავაძლიეროთ
უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „კურიერი P.S.”-ს განუცხადა. კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის ამოცანაა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ გაზარდოს. „უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი. ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, 9 თვე არის დიდი დრო, არჩევნებამდე არის დარჩენილი საკმაოდ დიდი პერიოდი, თუმცა გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ არსებული მონაცემები, არამედ კიდევ მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)