|
2024-01-17 14:28:34, 712 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მტკიცებულებები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს უკავშირდება
დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მიეცათ საქართველოს სტატუსი“. კობახიძის თქმით, „ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს". „დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. ეს გასაკვირი არ არის, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, ეს საბოტაჟი გაგრძელდება ამ მიმართულებით. ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა, როგორი წარუმატებელიც იყო მათი ეს მცდელობები კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე წარუმატებელი იქნება მომავალშიც, შესაბამისად, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს“,- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)