|
2024-01-11 14:32:12, 796 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს
გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს, - ამის შესახებ დედალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. „გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მას ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ სამუშაო“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, კითხვაზე - უღალატა თუ არა გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ კალაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ შეაფასა ეს ყველაფერი და არჩევნებზე ყველას გასცა შესაბამისი პასუხი. ასე იქნება მომავალშიც. საქართველოში არ უყვართ მოღალატეები“, - დასძინა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 იანვარს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მზადაა „ქართული ოცნების“ ახალარჩეული საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოწვიოს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დებატებისთვის ნებისმიერ ფორმატში შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)