|
2024-01-11 14:23:07, 787 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - გაოცებული ვარ კუბილიუსის მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებით, რომლებიც ერთი-ერთში „აკოპირებენ“ ხაბეიშვილს
ოპოზიცია ცდილობს, რაღაცნაირად, ცარიელ ადგილას შექმნას ხმაური - ევროპარლამენტარების ძალიან მცირე, მაგრამ ხმაურიანი ჯგუფი ამ ოპოზიციის ჩვეულებრივი გაგრძელებაა,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი ევროპარლამენტის კონკრეტული წევრების ბოლოდროინდელ განცხადებებს. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, "გასაკვირია, თუ რატომ არის ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებით ასე დაინტერესებული და რატომ ახმოვანებენ რადიკალური ოპოზიციის მოსაზრებებს". "მე გაოცებული ვარ ხანდახან, კუბილიუსის მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებით, რომლებიც ერთი-ერთში "აკოპირებენ" ლევან ხაბეიშვილს და რატომ ჩაიგდეს ამხელა ევროპარლამენტარებმა თავი იმ დღეში, რომ კეზერაშვილის მესიჯებს ახმოვანებდნენ, უცნაურია, თუმცა, შეიძლება ამას საფუძველი ჰქონდეს. მე სულ მიკვირს ხოლმე, რატომ არიან ევროპარლამენტარები ასე თავიდან ფეხებამდე ჩაშვებული და დაინტერესებულები ქართული შიდა პოლიტიკით, ძალიან მიკვირს იმიტომ, რომ გადაბმულები არიან რაღაც ჯგუფებთან სხვადასხვა საბაბებით და მიზეზებით და სხვადასხვა ინტერესებით, მეტი არაფერი. ისინი ჩვეულებრივად ახმოვანებენ ქართული რადიკალური ოპოზიციის ნარატივს, საერთოდ არ არის მათ მესიჯებში სხვაობა",- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)