10:37 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 14:03:26, 1056 ნახვა

სამართალი
პოლონეთის სასაზღვრო სამსახური - პოლონეთში წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დავაკავეთ

პოლონეთში წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. 

სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 39 წლის მამაკაცი 9 იანვარს სასაზღვრო შემოწმებისას დააკავეს - მას ბრალი ქურდობასა და სხვისი ქონების უნებართვო გამოყენებაში ედება. 

მათივე ცნობით, დაკავების ორდერი უკრაინული მხარის მიერ იყო გაცემული. 

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის სასაზღვრო სამსახური არ აკონკრეტებს, მოხდა თუ არა დაკავებული მამაკაცის ექსტრადირება საქართველოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
გელა ხასაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
პაპუაშვილი - კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით ევროპა გიმაგრებს
რუბიო ფერფორდის საჰაერო ძალების ბაზაზე მომხდარ ინციდენტში „უცხო ქვეყნის ჩართულობაზე“ საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics