|
2024-01-10 17:48:25, 816 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ოპოზიციის პრობლემა არის ერთ მნიშვნელოვან საკითხში - ამბობენ, რომ უნდა გაერთიანდნენ ცენტრის გარშემო, მაგრამ არ აქვთ ცენტრი
ოპოზიციის პრობლემა არის ერთ მნიშვნელოვან საკითხში. ისინი ამბობენ, რომ უნდა გაერთიანდნენ ცენტრის გარშემო, მაგრამ არ აქვთ ცენტრი,- ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საჭიროა, ოპოზიციის გაერთიანებების ცენტრის შექმნა, რაც იქნება „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულა. ოხანაშვილის თქმით, "ოპოზიციის ეს განცხადებები განწირულია". „როგორ შეიძლება გაერთიანება ცენტრის გარშემო, როცა არ გააჩნიათ ასეთი სიმძიმის ცენტრი. რომელია ასეთი სიმძიმის ცენტრი ხომ? რა თქმა უნდა, არცერთი. ამიტომ, მათი ეს განცხადებები განწირულია. რაც არ უნდა ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება მეორე განშტოებას შეერწყას, ისინი რეალურად ერთი ჯგუფია. უბრალოდ ცენტრი სიმძიმის არ გააჩნიათ, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი არ აქვთ და არც იკვეთება, რომ ოპოზიციაში ვინმე ასეთი შეიძლება იყოს, ვინც შეძლებს გაერთიანებას. ამიტომ, ჯერ იპოვონ პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი და შემდგომ იფიქრონ გაერთიანებაზე“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)