|
2024-01-09 16:39:10, 1267 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს? - გადაწყდა, ივანიშვილს ჰქონდეს უფლებამოსილება, პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს
ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს? - შეჯერებულად გადაწყდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს უფლებამოსილება, პარტიის პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც ზარქუამ მედიის წამომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ამის საჭიროება იყო" და გუნდმა "ასე გადაწყვიტა". "ის, რომ ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო, პლუს ჩვენს საპატიო თავმჯდომარის პოზიციით, ხომ. ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს? ძალიან აქტიურია. უყვარს ეს ქვეყანა და შესაბამისად, გადაწყდა შეჯერებულად, რომ ამ პოზიციიდან მას ჰქონდეს უფლებამოსილება, პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს პოლიტსაბჭოს და შემდეგ თავმჯდომარის ხელმოწერით წარედგინოს პარლამენტს. ამის საჭიროება იყო ასე და ასე გადავწყვიტეთ",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" განახლებული წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილი წარუდგენს. ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ 30 დეკემბერს, პარტიის რიგით მე-7 ყრილობაზე აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)