13:15 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-03 11:32:33, 1134 ნახვა

ომი უკრაინაში
საფრანგეთის საგარეო - რუსეთი განაგრძობს ტერორის სტრატეგიას - საფრანგეთი სარაკეტო დარტყმების მასიურ ტალღას მკაცრად გმობს

საფრანგეთი მკაცრად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმების მასიურ ტალღას, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

საგარეო უწყების ცნობით, საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის პარტნიორებთან უკრაინის მედეგობის გასაძლიერებლად და უკრაინის ლეგიტიმური თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

"რუსეთი განაგრძობს ტერორის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, რათა შეასუსტოს უკრაინელი ხალხის მედეგობა კონფლიქტის მეორე ზამთრის პერიოდში", - განაცხადეს საფრანგეთის საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, 2 იანვარს უკრაინაზე რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 119 - დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics