03:14 - 10 Oct, 2026
|
2024-01-03 09:24:17, 1783 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ახალი წლის დადგომასთან ერთად, რუსეთი უკრაინაზე გაუმართლებელ თავდასხმას აგრძელებს
ახალი წლის დადგომასთან ერთად, რუსეთი აგრძელებს 2024 წელს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მუდმივ, გაუმართლებელ თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მის გვერდით დგას. "ახალი წლის დადგომასთან ერთად, რუსეთი აგრძელებს 2024 წელს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მუდმივ, გაუმართლებელ თავდასხმას. ჩვენი ფიქრები უკრაინასთანაა. საქართველო სოლიდარულია და დგას უკრაინის გვერდით ახლაც, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგეს", - წერს ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, 2 იანვრის რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)