|
2023-12-30 16:10:46, 7919 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ივანიშვილის რჩევები ისეთი ვერ იქნებოდა, როგორც ის ამას საპატიო თავმჯდომარის ამპლუაში მოახერხებს
ის რამდენიმე ადამიანს, პარტიის ლიდერებს აძლევდა რჩევებს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე. ბუნებრივია, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მისი რჩევები ფასდაუდებელია, მაგრამ როდესაც ადამიანი უშუალოდ არის ჩართული და ამას პერმანენტული ხასიათი აქვს და არა პოლიტიკიდან დისტანცირებული ადამიანი აკეთებს ამას, ეს ჩართულობის აბსოლუტურად სხვა ხარისხია. ეს არის მთავარი განსხვავება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის კონსულტაციები, რჩევები და ჩართულობის ხარისხი ისეთი ვერ იქნებოდა, როგორც ის ამას მოახერხებს საპატიო თავმჯდომარის ამპლუაში. „ძალიან ბუნებრივი ამბავია, იმიტომ რომ სად ახლა პოლიტიკიდან დისტანცირებული ადამიანის მიერ რჩევების მიცემა 2-3 ადამიანისათვის და სად მისი უშუალო ჩართულობით კონსულტაციების გამართვა, აბსოლუტურად განსხვავებული ხარისხის იქნება და მან, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორად მიიჩნია საჭიროდ, რომ აი ამ ფონზე და ამაზეც ილაპარაკა მან, წეღანაც ვთქვი და გავიმეორებ, რომ საუბარია აბსოლუტურად მოშლილ ოპოზიციაზე, მავნებლობა ფუნქცია არ არის და სხვა ფუნქცია ოპოზიციას ამ ქვეყანაში არ აქვს, ამ ფონზე ჩნდება სხვადასხვა გამოწვევები და იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, როდესაც ეს გამოწვევები ერთმანეთს ემატება ბუნებრივია პერმანენტული ჩართულობა, პერმანენტული კონსულტაციები განსხვავებულ ხარისხს ქმნის ამ ყველაფრისას და ამის გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)