|
2023-12-30 10:55:20, 3851 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის მიერ გაშვებული 10 დრონიდან 5 გავანადგურეთ
30 დეკემბრის ღამეს, რუსი ოკუპანტები უკრაინას Shahed-ის ტიპის 10 დრონით დაესხნენ თავს, რომელთაგან 5 უკრაინამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა საჰაერო იერიშები 14 დასახლებაზე მიიტანეს. „ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას Shahed-136/131 ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დრონი გაანადგურა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერთან 56 სამხედრო შეტაკება მოხდა. "ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 150 სარაკეტო და 74 საჰაერო, ასევე 84 იერიში მიიტანეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან", - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)