17:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 19:59:28, 896 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძემ 2023 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ  პროკურატურის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე, 2023 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა, ხაზი გაუსვა უწყების როლს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში და   მადლობა გადაუხადა პროკურატურის თვითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის.

ირაკლი შოთაძემ პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. 

"გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდა 2023 წლის საუკეთესო პროკურორი - ზინიკო ქობალია,  საუკეთესო გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე,  წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა და წლის ყველაზე დატვირთული რაიონული პროკურატურა ხაშურის პროკურატურა.  სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შესაბამისი სიგელით სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა დაჯილდოვდა. 

ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის საქართველოს პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება პროკურატურის ხუთ თანამშრომელს  - ნუგზარ მახათაძეს, მანანა ფირანიშვილს, მადონა ურუშაძეს, ნანა ხუნჯუას და ირაკლი ჩილინგარაშვილს მიენიჭათ.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი შოთაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თანამშრომლებს  წარმატებული წელი უსურვა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics