|
2023-12-28 23:46:28, 1525 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - სიახლეს ვერ დაამყნობ ძველზე - ენმ-ში მე არ მივდივარ
პოლიტიკური პროექტი სადაც მე ვიქნები, იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ "ღამის მთავარში", სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა. გვარამიას თქმით, ცვლილებებისკენ გზა სიახლესა და ახალ ადამიანებშია და აღნიშნავს, რომ ბრძოლას ამ ყველაფრისთვის, თებერვლიდან დაიწყებს. "ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური პროექტი სადაც მე ვიქნები, პირველ რიგში, ეს იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული პოლიტიკური პროექტი. რამდენი სუბიექტიც არ უნდა შევიდეს, ადამიანი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც აუცილებლად შესთავაზებს საერთო მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს, რომ სიაში მაგალითად, ყოველი მეორე, ან ყოველი მესამე იყოს ადამიანი, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკაში, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი არ ყოფილა... მე სურვილი მაქვს, რომ ეს ასე იყოს და იმედია, რომ ასე იქნება. მე არავის არ ვეუბნები, რომ პარტიას ვაკეთებ და მოდით ჩემთან. ჩემი განაცხადი არის, რომ მოდით, გავაკეთოთ ერთად. საბედნიეროდ არიან ადამიანები, ვინც იგივე განწყობაზეა და ვინც მე მეძახის, რომ მოდი გავაკეთოთ ერთად. მე ასეთი ადამიანების მესმის. მე არ ვაპირებ არავისთან ლაპარაკს "მოდი ჩემთანს" ვინც მეუბნება და მე არ აპირებ რაღაცის მოქსოვას და მერე მოხიბვლას ვიღაცების, რომ მოდით გაებით ჩემს მოქსოვილ ქსელში. ზუსტადაც, რომ ახალს გამოვიგონებ [ველოსიპედს], მე და ისინიც ვისთან ერთადაც ვიქნები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)