|
2023-12-27 17:09:21, 703 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანებს ექნებათ არჩევანი - ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი თუ რუსული პასპორტი
ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც მოაქვს მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია არაერთი პროვოკაციული ქმედება, რისი მიზანიც საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებაა. "რუსეთი ბევრ პროვოკაციულ ქმედებაზე წავა იმისთვის, რომ აგვაცილოს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას. ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც მოაქვს მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ძალიან კონკრეტული არჩევანი - ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი, რომელიც არის გზა ცივილური სამყაროსკენ, თუ რუსული პასპორტი, რომელიც არის სიკვდილისკენ და განადგურებისკენ სვლა. ამიტომაც, რუსეთი ძალიან ბევრ პროვოკაციას შეეცდება და მთავარია, ჩვენ მშვიდობიანად გავიაროთ ეს პერიოდები",- განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)