|
2023-12-23 17:17:11, 557 ნახვა
საზოგადოება
ისნის გამგებელმა რაიონის 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა
ისნის გამგეობის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, რაიონის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები მიწვეულ სტუმრებს გააცნო. "2023 წელს რაიონში ასფალტის საფარი 24 მისამართზე დაიგო, საგზაო ინფრასტრუქტურა 62 350 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. საგზაო ინფრასტრუქტურიდან აღსანიშნავია თემურ ქევხიშვილის ქუჩა, რომლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ღირებულება 1 700 000 ლარია. ასევე, მნიშვნელოვანია ვაზის ქუჩა და დოლაბაურის ხევი, სადაც ასფალტის საფარი პირველად დაიგო. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 სკვერსა და 6 სპორტულ მოედანს. მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, უსახური ავტოფარეხების ადგილას რამდენიმე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. დაირგო 1 855 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე. რაც შეეხება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას“, მიმდინარე წელს 243 პროექტი განხორციელდა, მათ შორის, 71 ამორტიზებულ ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 60 ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეიცვალა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 14 მისამართზე განხორციელდა, 5 შენობა-ნაგებობას კაპიტალური გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, გამგეობამ მოსახლეობას სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება გაუწია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 600 000 ლარი დაიხარჯა. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ასევე, მოეწყო 8 კულტურული და სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება. მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 25 789 002 ლარი დაიხარჯა. ისნის რაიონის გამგეობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი, დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და სხვა მოწვეული სტუმრები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)