|
2023-12-22 15:16:58, 715 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - პერიოდულად ცდილობს, დემენცია გაითამაშოს - ჭარბი კომფორტი აქვს
სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ მედიის კითხვებს სუპერ პაკ-ის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებითაც უპასუხა. "რაც შეეხება სუპერ პაკ-ს, არ ვიცი, მათი პარტია "ნაცმოძრაობა" არის ჩამოსული 20%-ს ქვევით, სადღაც 15%-ზე არიან უკვე ჩამოსული. ეს არის მათი სუპერ პაკ-ი - ხაბე-კეზერა-სააკაშვილის სუპერ პაკ-ი",- თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. მისივე განცხადებით, სააკაშვილის კლინიკა "ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა "შესაბამისი უწყებების საქმეა". "მე მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი იმიტომ, რომ მას არ ეკუთვნის ობიექტურად, მე ასე მგონია, საავადმყოფოში ყოფნა გამომდინარე იქიდან, რომ მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს",- აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)