|
2023-12-19 20:16:30, 769 ნახვა
პოლიტიკა
ხავიერ კოლომინა - გილოცავთ კანდიდატის სტატუსს - ველოდებით, რომ საქართველო ცხრა რეკომენდაციას შეასრულებს
გილოცავთ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას, ეს ისტორიული მომენტია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. როგორც კოლომინამ აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ საქართველო შეასრულებს ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას და განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც ასევე ნატოს მოთხოვნებს ემთხვევა. „როგორც იცით, ეს ჩემი მეექვსე რეგიონული ვიზიტია 2023 წელს და ამჯერად განსაკუთრებით სასიამოვნოა ეს დაბრუნება. ვიზიარებ საქართველოს ხალხის, საქართველოს ხელისუფლების სიხარულს და გილოცავთ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე. ეს ძალიან კარგი სიახლე, ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, ეს ქმნის მომენტს, რომლის გამოყენებაც უნდა გავაგრძელოთ 2024-შიც, რომელიც ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ეს გადაწყვეტილება. ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს ცხრა ნაბიჯს, რეფორმებს, რომლის განხორციელებაც დევს ამ ცხრა ნაბიჯში და რომელიც ასევე ემთხვევა ნატო-ს მოთხოვნებს“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)