07:35 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 14:09:48, 929 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო „მაგნიტსკის სიაზე“ - საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა შეინარჩუნა

საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური „მაგნიტსკის სიის“ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში 50%-მდე გაიზარდა.

"საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები.

რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად - 50%-მდეა გაზრდილი",- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ "მაგნიტსკის აქტის" 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. ბორელის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები -  ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა უერთდებიან. აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველო ნახსენები არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
ტრამპმა პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადა
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics