23:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 17:37:30, 760 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე პრეზიდენტზე - ერთხელ ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა

სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა სტატუსს. ასეთ ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი იმ დღეს, თავისუფლების გამზირზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლა „მორიგი პროვოკაცია იყო, რომელიც წარმატების გარეშე დასრულდა“, ხოლო რაც შეეხება, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისალმებას, ეს პროტოკოლური ასპექტი იყო.

„ნებისმიერ ელჩს ევალება, რომ დაიცვას ის ფორმალური რანგირება, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, აქ სასპეკულაციო არაფერია და აბსოლუტურად გასაგებია, რატომაც დაიწყო ევროკავშირის ელჩმა მისალმება სწორედ ასეთი ფორმით. რაც შეეხება იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი დაცვით გარშემორტყმული იდგა სცენის წინ და მერე მოუწია დროზე ადრე იმ ტერიტორიის დატოვება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი იმ დღეს, თავისუფლების გამზირზე. ის მუდმივად გეგმავს პროვოკაციებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მას ყველა პროვოკაცია ჩაუვარდა. ეს პროვოკაციაც ჩაუვარდა, რასაც ერქვა თავისუფლების მოედანზე დაუპატიჟებლად მისვლა“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, სახალხო ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ნოემბერს დააანონსა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, თუმცა მმართველი გუნდის წევრებმა მას სცენაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრემიერის დაანონსებულ ღონისძიებას შეუერთდებოდა, ტრიბუნასთან მიწვევის შემთხვევაში მოქალაქეებს სიტყვით მიმართავდა, "თუ არადა, ხალხში იქნებოდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics