|
2023-12-18 16:59:35, 687 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - დღეს საქართველოს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ პრემიერის ანგარიში ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწული საქმიანობის შეჯამების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თბილისის მერის თქმით, "საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს მომდევნო წლებშიც ღირსეულად უპასუხებს". „ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის შეჯამება, პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. ზოგადად, შედარებისთვისაც ძალიან კარგია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარება იყო და 2012 წლის შემდეგ რა და როგორ შეიცვალა. ყველა კომპონენტში, ყველა მიმართულებით არის წინსვლა, განვითარება. ცხადია, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება პასუხის გაცემა და დღეს ჰყავს საქართველოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას, ყველა სირთულეს ღირსეულად უპასუხებს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ქვეყნის სამსახურში, ვინც ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში, მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)