|
2023-12-18 16:54:17, 679 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა
კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და პარტია „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, - ამის შესახებ დედაქალის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, მთავარი არის ის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღო. თუმცა, „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე უნდა გავჩერდეთ“. „რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დარბოდა, განცხადებებს აკეთებდა, რომ ქვეყანას როგორმე სტატუსი არ მიეღო. ამისთვის ბრიუსელშიც ჩადიოდნენ. მთავარი არის ის, რომ სტატუსი მივიღეთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე უნდა გავჩერდეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ქვეყნის ევროინტეგრაცია კიდევ უფრო დავაჩქაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)