|
2023-12-18 12:28:34, 765 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია
ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. დავითაშვილის თქმით, რუსეთის მიმართ ხელისუფლება "არანაირ კომპრომისზე წამსვლელი არ არის". "თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმენაირი ფორმით დღეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია [რუსეთთან], როგორც იყო გავრცელებული საზოგადოებაში არასწორად ინფორმაცია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია, თუ რაღაც, თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, მე გეუბნებით, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ", - განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკურმა ჯგუფმა "ევროოპტიმისტებმა" დაიბარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)