|
2023-12-17 13:01:27, 907 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - როდესაც წითელ ხაზზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას
„ევროკავშირში გაწევრიანება და 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის უნიკალური შანსია და ეს შანსია ოცნებისთვისაც, რომ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, რომლისკენაც ქვეყანა და საკუთარი თავი ყოველდღიურად მიჰყავს. როდესაც წითელ ხაზზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას “, - განაცხადა გიორგი გახარიამ მცხეთაში, გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას. „ევროკავშირში გაწევრიანება და 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის უნიკალური შანსია და ეს შანსია ოცნებისთვისაც, რომ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, რომლისკენაც ქვეყანა და საკუთარი თავი ყოველდღიურად მიჰყავს. როდესაც წითელ ხაზზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას - ესაა წითელი ხაზი, რომელიც ოცნებას ჯერ არ გადაულახავს. ამიტომ ძალა უნდა მოიკრიბოს და საკუთარ ფულზე ზრუნვის ნაცვლად, საქართველოზე იზრუნოს, გადადგას სწორი ნაბიჯები - ცუდს ცუდი დაარქვას და კარგს - კარგი, ვიდრე იმას რასაც ჯერ კიდევ კარგი ჰქვია, ფასი არ დაუკარგავს. თორემ დღეს რომ ეგენი „ღალატს“ გაიძახიან, ღალატს სახელს ეგენი ვეღარ დაარქმევენ, ნამდვილი ღალატი რა არის, მაგას ხალხი და ისტორია განსაზღვრავს“, -აღნიშნა გახარიამ. გახარიას თქმით, ნებისმიერი საჯარო მოხელე უნდა ემსახუროს ქვეყანას, სახელმწიფოს და მოქალაქეებს, რომლებმაც აირჩიეს. "საჯარო მოხელეები ბიზნესის და პოლიტიკური ელიტების მოსამსახურე პერსონალად არ უნდა გადაიქცნენ! 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ემსახურება მთელი მთავრობა, პარლამენტი, ეროვნული ბანკი, სასამართლო; ესაა სიმართლე, და სიმართლის მოსმენა კი ნუ გწყინთ, სიმართლის მოსასმენად მოემზადეთ!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)