|
2023-12-15 16:58:43, 1014 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საშემოდგომო სესია დატვირთული და საინტერესო იყო. „რაც მთავარია, შედეგიანი საშემოდგომო სესია გვქონდა - საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამაში უდიდესი წვლილი აქვს საქართველოს პარლამენტს. გვინდა ყველა კოლეგას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა იმ ცვლილებებს, რომელმაც განაპირობა ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება, მადლობა გადაგიხადოთ",- განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში, თებერვლის პირველ სამშაბათს განაახლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)