08:42 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 08:52:20, 820 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, თქვენ ეს გააკეთეთ, ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, თქვენ ეს გააკეთეთ, ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

კრამონის თქმით, ქართველი ხალხის ევროპულ სულისკვეთებას, დემოკრატიისადმი და თავისუფლებისადმი ერთგულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. 

„ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას. თქვენ ეს გააკეთეთ. თქვენს ევროპულ სულისკვეთებას, თქვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი და თავისუფლებისადმი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. წინ ჯერ კიდევ გზაა გასავლელი. ვიმედოვნებ, რომ მალე გიხილავთ ევროკავშირში, სადაც თქვენი ადგილია”,- წერს კრამონი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
ტრამპმა პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადა
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics