08:42 - 10 Oct, 2026
|
2023-12-14 22:46:19, 673 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა და კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად მიიღო
ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპულ ოჯახთან გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა. "დღეს აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოსთვის და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი საქართველოს ევროპულ ოჯახთან გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა", - წერს ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)