|
2023-12-14 19:22:21, 1286 ნახვა
რეგიონი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ქალაქ რუსთავშირეგიონებისთვის, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთისთვის, ახალი სამგზავრო ავტობუსებისგადაცემის ღონისძიებას დაესწრო. რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგადაწყვეტილებით განხორციელდა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 6 ახალიავტობუსი მოემსახურება. "სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, კონკრეტულად ბორჯომის მუნიციპალიტეტს 6 ახალი ავტობუსიგადმოეცა, ახალი ავტობუსების მოლოდინის რეჟიმშია ასევე ახალციხისა და ადიგენისმუნიციპალიტეტები. ავტობუსების ადგილზე ჩამოყვანა 2024 წლის თებერვლის ბოლომდედასრულდება. ჩვენს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კომფორტულად, თანამედროვესტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული პროგრამა, მუნიციპალური ტრანსპორტისაღდგენასა და შემდგომ განვითარებას ემსახურება, რისთვისაც თანხები როგორცადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, პროგრამა არ არის ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენსრეგიონებში შიდა და საქალაქთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებულიპრობლემის მოგვარებას", - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა. პროექტი „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვასითვალისწინებს, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თანამედროვესტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულიაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონებში მცხოვრებმოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთანდაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ახალ ავტობუსთა შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერისგამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპი“ 51 ერთეული ავტობუსი საქართველოში უკვეჩამოიყვანა, პროცესი გრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ავტობუსების ნაწილი კიქვეყანაში 2024 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად ჩამოვა. გარდა ავტობუსებისა, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისთვის ასევე შეძენილია 90-მდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება. ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომლისღირებულებაც 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობისდეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის დამცხეთა-მთიანეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების და კომპანია "ჯითი გრუპის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)