|
2023-12-14 16:47:42, 1362 ნახვა
პოლიტიკა
EU-ის სამიტის გადაწყვეტილების პროექტი - საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება, უკრაინა-მოლდოვასთან კი მოლაპარაკებების დაწყება
ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან, ასევე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯები, - ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დასკვნების უახლეს პროექტშია აღნიშნული, რომელიც "ნეტგაზეთმა" მოიპოვა. "ნეტგაზეთის" ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, სამიტის დასრულებამდე ტექსტი შეიძლება შეიცვალოს. ამ დროისთვის არსებული პროექტი გაფართოების ნაწილში კი შემდეგნაირია: "ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს, მიიღოს შესაბამისი მოლაპარაკებების ჩარჩოები მას შემდეგ, რაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებში; ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯები; ევროპული საბჭო მზადაა, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი; ევროკავშირი მზად არის, დაასრულოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპი, როგორც კი ჩრდილოეთ მაკედონია დაასრულებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ევროპული საბჭო მოუწოდებს ჩრდილოეთ მაკედონიას, დააჩქაროს ამ ცვლილებების დასრულება", - აღნიშნულია დასკვნაში. დასკვნის პროექტში ასევე წერია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლებიც მათ წინაშე დადგა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად. შეგახსენებთ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო გაფართოების პაკეტზე მსჯელობს. გაფართოების პაკეტი, რომელიც 10 ქვეყანას ეხება, მათ შორის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას მოიცავს. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
ამასთან, გუშინ, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)