|
2023-12-14 13:19:29, 699 ნახვა
პოლიტიკა
ნაუსედა - უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი ერი იმსახურებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას
ჩემი მეგობრები საქართველოდან ბევრს აკეთებენ, რომ მოხდეს იმპლემენტაცია. არის საკითხები, რომლებიც სამომავლოდ სამსჯელოა, თუმცა ახლა პოლიტიკურმა სიტუაციამ პოზიტიური გადაწყვეტილებისკენ უნდა გვიბიძგოს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებისას განაცხადა. ნაუსედას თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს გაფართოების პაკეტს, რადგან უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი ერი იმსახურებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას. "უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკების გახსნა და კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის - ეს გადაწყვეტილება ჩვენს ხელშია. ან მივიღებთ მას, ან ამ შანსს გავუშვებთ. ჩემი ქვეყნის პოზიცია პირველივე დღიდან ნათელია, ჩვენ გაფართოების პაკეტს მხარს ვუჭერთ. უკრაინელი, მოლდოველი, ქართველი ერი პოზიტიურ გადაწყვეტილებას იმსახურებს და ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრია, რომ ჩვენ თუ ჩავიჭრებით, ბოროტად გამოვიყენებთ ერთსულოვნების პრინციპს, უფრო და უფრო მეტი კითხვა დაისმება. უნგრეთისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია ერთსულოვნების პრინციპის დაცვა, მაგრამ ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ ბოროტად და ის უნდა გამოვიყენოთ სწორად. ჩემი მეგობრები საქართველოდან ბევრს აკეთებენ, რომ მოხდეს იმპლემენტაცია. არის საკითხები, რომლებიც სამომავლოდ სამსჯელოა, თუმცა ახლა პოლიტიკურმა სიტუაციამ პოზიტიური გადაწყვეტილებისკენ უნდა გვიბიძგოს. ჩემთვის ძალიან მარტივია კითხვა და პასუხი, ჩემმა ქვეყანამ ბევრი მიიღო ევროკავშირისგან და ამიტომ ამ პროცესით მომლოდინე ქვეყნებმაც უნდა ისარგებლონ", - განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
ამასთან, გუშინ, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)