|
2023-12-14 12:18:17, 796 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე - უარი არ განმიცხადებია - კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ
უარი არ განმიცხადებია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს არ იწყალებს, საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. "უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. არა მხოლოდ მან, შევარდნაძემაც, დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. მან პირველმა თქვა: "მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი". ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობები შემდეგ ავტოკრატიულად იწყებენ ხოლმე მოქცევას",- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)