|
2023-12-13 18:41:44, 907 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - 2024 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით 1.9 მილიარდი ლარია გათვალისწინებული
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით 1.9 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მისი თქმით, 2024 წელს განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 135 კმ-ის მშენებლობა, მათ შორის, მოძრაობა გაიხსნება ჩუმათელეთი-ზესტაფონის (ე.წ. რიკოთის) მონაკვეთზე, რისთვისაც გათვალისწინებულია 365 მლნ ლარი, 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებაზე, ასევე, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება კახეთის მიმართულებით (თბილისი-საგარეჯო და ბაკურციხე-წნორის მიმართულებაზე), რაზეც მიიმართება 320 მლნ ლარი; ქვეშეთი-კობის მიმართულებით, 2024 წელს მიიმართება 250 მლნ ლარი, მათ შორის, დასრულდება 9 კმ სიგრძის გვირაბის გაბურღვითი სამუშაოები, საიდანაც დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია 8 კმ-მდე მონაკვეთზე; 2024 წელს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 900 კმ-მდე გზაზე, საიდანაც დასრულდება 400 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)