|
2023-12-13 18:27:06, 635 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - როდესაც საქართველოს მხარდაჭერისათვის ოპოზიცია აკრიტიკებს გაფართოების კომისარს, ეს არის მათი მავნებლობის კიდევე ერთი უტყუარი მტკიცებულება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, ევროკომისარი ევროპული გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეის განცხადების შესახებ ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას აფასებს, სადაც ვარჰეი აცხადებს, რომ „საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი“. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ოპოზიცია აკრიტიკებს გაფართოების კომისარს, ეს არის მათი მავნებლობის კიდევე ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება. „კანდიდატის სტატუსის მიღების წინა დღეებში რომ ევროკავშირის გაფართოების კომისარს აკრიტიკებს ოპოზიცია, ბევრი კითხვა რჩება? ეს არის მარტივი პასუხი. ბევრი კითხვა არ რჩება მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, საქართველოს მხარდაჭერისათვის ოპოზიცია აკრიტიკებს გაფართოების კომისარს და ეს არის მათი არა მხოლოდ წამოცდენა, არა მხოლოდ ქვეცნობიერიდან ნასროლი კრიტიკა, არამედ მათი მავნებლობის კიდევე ერთი დამადასტურებელი, უტყუარი მტკიცებულება საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)