|
2023-12-13 15:08:47, 835 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სისხლიანი იყო ის ბანერები თუ როგორი იყო, ცალკე თემაა, კარგად ასახავდა ენმ-ს - შეიძლება დაგვჭირდეს, ვნახოთ
სისხლიანი იყო ის ბანერები თუ როგორი იყო, ცალკე თემაა, კარგად ასახავდა ენმ-ს - შეიძლება დაგვჭირდეს, ვნახოთ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ხალხს ენმ-ის სახის შეხსენება მუდმივად სჭირდება". "სისხლიანი იყო ის ბანერები თუ როგორი იყო, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ბანერები ძალიან კარგად ასახავდა "ნაცმოძრაობის" სახეს... ხალხს სჭირდება მუდმივად "ნაცმოძრაობის" სახის შეხსენება... [2024 წელს] შეიძლება დაგვჭირდეს, არ ვიცი, ვნახოთ... 2018 წელს რაც შეეხება, ეს ["სისხლიანი ბანერები"] არ იყო კონკრეტულად მოშე კლუგჰაფტის იდეა და შესაბამისად ჩვენი არ იყო ეს ბანერები, იყო სხვა პიარკონსულტანტების, რომლებმაც შესაბამის ადამიანებს ურჩიეს ასეთი ბილბორდების გაკვრა. ანუ ეს არ იყო მოშე კლუგჰაფტი და არ იყო შესაბამისად ჩვენი კამპანია",- აცხადებს მმართველი პარტიის ლიდერი. შეგახსენებთ, ცნობილი ხდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში სტრატეგიულ მრჩევლებთან, კონტრაქტი გააფორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)