|
2023-12-12 20:23:12, 754 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - საქართველო არასდროს დადგება ცალ ფეხზე იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოაწონოს. მყარად, ღირსებით შევალთ ევროპულ ოჯახში
„ეს იყო ურთულესი სასესიო წელი, რომლის სირთულესაც უზრუნველყოფდა საქართველოს მტრობაში გაწაფული შიდაპოლიტიკური არა ერთი ძალა“- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ერთ წლიანი მუშაობა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო წელი დასრულდა პოზიტიური შედეგებით, ეკონომიკური წინსვლით, სტაბილურობით, მშვიდობით და ამაში პარლამენტის როლი უდიდესია. „ის რომ „რუსულ კანონად“ იწოდა ამერიკული კანონი ეს ამ მტრობის ნაწილია. ის რომ რთულ, ეკლიან გზაზე, სადაც ცალ ფეხზე ხტუნაობას მოგვიწოდებდნენ, ორ ფეხზე დავდექით და კანონებიც ამგვარად მივიღეთ. მივიღეთ უამრავი კანონი, რომელიც ემსახურებოდა მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესს, 12 რეკომენდაციის შესრულებას და ასობით კანონი მიღებული იყო ამ ზეწოლის, სტრესული გარემოს, ამ საბოტაჟის ქვეშ. სამუშაო ჯგუფებში ვერ შემოვიყვანეთ ოპოზიციის წარმომადგენლები და მაინც მოვახერხეთ, ეს კანონები იმგვარად დაწერილიყო, რომ აღსრულების მექანიზმებიც, შემდეგი გაგრძელება შესაბამისი ყოფილიყო. საბოლო ჯამში, ამას მოყვა ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია რამაც გაგვახარა და არის მყარი გარანტია იმისა, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამის პარალელურად, არაერთი ეკონომიკური, სამართლებრივი პროექტი გავიტანეთ, რომელსაც ხანდახან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, რაც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. არის თანმდევი პროცესი ეკონომიკური გაძლიერებისა იმიტომ, რომ ახალი გამოწვევები ჩნდება. როდესაც რეგიონში არის ურთულესი მდგომარეობა, ერთი ომი, მეორე ომი, შენ ამ ქვეყანაში მშვიდობა გაქვს, ამ მშვიდობის ფონზე სტაბილური განვითარებაა უზრუნველყოფილი, არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელი დავასრულეთ პოზიტიური შედეგებით, ეკონომიკური წინსვლით, სტაბილურობით, მშვიდობით და ამაში პარლამენტის როლი უდიდესია. რევოლუციური სცენარის განვითარების პრევენცია მოვახდინეთ. უამრავი საკითხი იყო, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაში არ შემოდის, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკურად მყარად დგომა და საქართველოს პარლამენტი ამ მიმართულებითაც მყარად, ორ ფეხზე დგას. არასდროს დადგება არც საქართველო, არც პარლამენტი, არც საკანონმდებლო, არც აღმასრულებელი ორგანო და არც სხვა ინსტიტუტი ცალ ფეხზე იმისთვის, რომ თავი მოაწონოს ვინმეს, ან ამ ცალ ფეხზე დგომამ უზრუნველყოს რაღაც. მყარად ღირსებით შევალთ ევროპულ ოჯახში, დავბრუნდებით ჩვენს ადგილას, სადაც ამ ქვეყნის ბუნებრივი ადგილია“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტრამპმა პუტინთან შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მისი მოთხოვნები უგულებელყო - Axios
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
ტრამპმა პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)