|
2023-12-12 19:41:01, 804 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - კი - ადამიანის უფლებებს, არა - ლგბტ პროპაგანდას და პროვოკაციას, ეს არის მარტივი ფორმულა
ჩვენ ვამბობთ, კი- ადამიანის უფლებებს თავიდან ბოლომდე, უალტერნატივოდ, არა- ლგბტ პროპაგანდას და პროვოკაციას. ეს არის მარტივი ფორმულა და საქართველოს მოქალაქე ამ ფორმულის დარღვევას არასდროს დაუშვებს, შეეგუოს „ფორმულაც“ და ყველა ნაცი, მათთან დაკავშირებული თუ არადაკავშირებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, "პროპაგანდას პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ და რადიკალიზმის არც ერთ მიმართულებას არ უნდა მივცეთ განვრცობის საშუალება". „ჩემი აზრით, ამ საკითხის ულტრა-რადიკალურად გადაწყვეტა ცალკე პრობლემას წარმოადგენს იმიტომ, რომ თუკი არის რადიკალური გზის ფორმები, მგონია, რომ როგორც ლიბერალური მიმართულებით, ასევე კონსერვატიული მიმართულებით რადიკალიზმი არც ერთი მისაღები არ უნდა იყოს. მე მაგალითად, როგორც ერთ ადამიანს, პოლიტიკოსს მირჩევნია, პროპაგანდას პროპაგანდით დავუპირისპირდეთ იმიტომ, რომ როგორც კი მსგავსი ინიციატივების ოდნავ მაინც დაზიანებაზე წავა ლაპარაკი, იმ წუთას გადააკეთებენ და შეიძლება ნაწილობრივ შეძლონ კიდეც და დააჯერონ ხალხი, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლების დახოცვა უნდათ. პირიქით, ჩვენ ვამბობთ: ადამიანის უფლებებს კი, რა თქმა უნდა და უალტერნატივოა იმიტომ, რომ მე არ მომწონს რადიკალიზმი, თუნდაც კონსერვატიული მიმართულებით, სადაც ამბობენ, რომ ეს ხალხი ამოსაძირკვია. არა, უფლებები ყველასი უნდა დავიცვათ, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე არ მომწონს ლიბერალური რადიკალიზმი, რომლის მიხედვითაც ეს პროპაგანდა უნდა იყოს თავისუფალი, შემოგვაპარონ გარკვეულ სერიალებში და ასეთი ბინძური მცდელობები ჰქონდეთ. ერთიც დამაზიანებელია და მეორეც. რადიკალიზმის არც ერთ მიმართულებას არ უნდა მივცეთ განვრცობის საშუალება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტრამპმა პუტინთან შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მისი მოთხოვნები უგულებელყო - Axios
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
ტრამპმა პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)