|
2023-12-12 15:04:00, 815 ნახვა
პოლიტიკა
ბითაძე ოპოზიციას - არათანმიმდევრული იყო ყველა თქვენი გამოსვლა, რაც აჩვენებს იმას, რომ რესურსი ამოწურეთ
მინდა ოპოზიციონერებს ვუთხრა, რომ მიმდინარე წლის ბოლო სასესიო კვირა არის და სიმართლე გითხრათ ასეთი არათანმიმდევრულები ჯერ არ ყოფილხართ, - ასე მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ბითაძის თქმით, "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, ოპოზიციამ თავისი რესურსი ამოწურა. „იმდენად არათანმიმდევრული იყო ყველა თქვენი გამოსვლა, შეიძლება ითქვას, დახტოდით თემიდან თემაზე. დაწყებული რუსეთით დამთავრებული გზაზე ორმოებით, რაც თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ რესურსი „ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაკარგა, რესურსი ამოწურეთ თქვენ. იმდენად ფუჭად გაიარა თქვენმა მუშაობამ მიმდინარე წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გაასმაგებული ძალებით ცდილობდით, დაგეზიანებინათ ქვეყანა და არ მიგვეღო დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე და ახლაც ცდილობთ, კვლავ დაზიანდეს ეს პროცესი, მიუხედავად ამისა ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში“, - განაცხადა ბითაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)